ექსკლუზიური ინტერვიუ ხავისთან

17 აგვისტო 2024, 19:58 482 ნახვა

ლევანტეს გვერდის სოციალურმა მენეჯერმა ხავი დე ლა ოსაამ ვალენსიაში აჭარის ტელევიზიას ექსკლუზიურად უმასპინძლა. ხავის პოსტებმა, რომელიც მათ ფეისბუკ გვერდზე ქართულ ენაზე გამოქვეყნდა, რეკორდი მოხსნა – ქართველების რეაქციებმა, კომენტარებმა და გადაზიარებებმა თავად კლუბის წარმომადგენლები შოკში ჩააგდო. 

ხავიმ მაუწყებელთან აღნიშნა, რომ ორმხრივი კავშირი იმდენად სასიამოვნო და პოზიტიურია, რომ „ლევანტეს“გვერდზე დღე არ გადის რომ ქართულად არ დაიპოსტოს. დღესაც საქართველოში მომავალმა ხავიმ ვიზიტი ჩვენს გადამღებ ჯგუფთან ერთად დაანონსა.

მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გაიგებთ, როგორ დაიწყო მან კარიერა, რა გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით და თუ ქოჩორაშვილი გადავა სხვა გუნდში როგორ აპირებს ქართული აუდიტორიის შენარჩუნებას. ხავი საქართველოში ძალიან მალე იქნება, რომლის მიზანიც ქართველი ფეხბურთელი ბავშვების შერჩევა და ესპანურ ბაზაზე გადამზადებაა.

პარალელურად აპირებს საქართველო გაიცნოს. სწორედ მაუწყებლის მაყურებლისთვის გაიღება ხავის სახლის კარი, საქართველოში გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში