სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები

16 აგვისტო 2024, 11:53 339 ნახვა

სოფელ დიღომში ყოფილი სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი გაეცნო. ყოფილი სპორტული კომპლექსის ტერიტორია სამინისტროს გასულ წელს ჩაბარდა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებდა.

მიმდინარე სამუშაოებით შენობაში უზრუნველყოფილი იქნება მულტიფუნქციურ სპორტული დარბაზი, მინი-ფეხბურთის სტადიონი და ორსართულიანი სპორტული კომპლექსი ორი სავარჯიშო დარბაზით.

სპორტული კომპლექსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 120 910 ლარს შეადგენს. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში