კურსკის რეგიონში კარგი წინსვლაა - ზელენსკი

15 აგვისტო 2024, 12:15 343 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  მიესალმა უკრაინის კარგ წინსვლას რუსეთის კურსკის რეგიონში და განაცხადა, რომ კიევი  ამ ოპერაციაში თავის  სტრატეგიულ მიზანს აღწევს. საღამოს ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თხოვნით მიმართა პარტნიორებს რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეებზე შორი დარტყმების ნება დართონ. სოციალურ ქსელში  გავრცელებულ თვითმხილველის ვიდეოში უკრაინის საზღვართან ახლოს რუსეთის სოფელ ვნეზაპნოეში მამაკაცი რუსეთის ეროვნულ დროშას შენობიდან ხსნის და მიწაზე აგდებს.

უკრაინამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი ძალები კურსკის რეგიონში კიდევ  ორი კილომეტრით დაწინაურდნენ. კიევმა დაკავებულ ტერიტორიებზე  სტრატეგიული ბუფერული ზონის შექმნა დაანონსა, რათა დაიცვას თავისი სასაზღვრო ტერიტორიები რუსული თავდასხმებისგან. რუსული მხარის განცხადებით, უკრაინის შეჭრის შემდეგ თითქმის 200 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში