სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს პარიზში პიერ დე კუბერტენის მედალი გადაეცა

08 აგვისტო 2024, 09:58 287 ნახვა

პარიზში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფისში პიერ დე კუბერტენის მედლით დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. მას ეს მნიშვნელოვანი ჯილდო გადასცა კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, სპორტის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტმა ჯონ კოუტსმა.

ჯონ კოუტსმა ხაზი გაუსვა ოლიმპიზმის პოპულარიზაციის მნიშვნელობას და ამ საქმეში ელგუჯა ბერიშვილის მიერ შეტანილ გამორჩეულ წვლილს.

მან მადლობა გადაუხადა ნომინანტს ოლიმპიურ მოძრაობაში მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის და ახალი წარმატებები უსურვა. კოუტსმა გამოარჩია ელგუჯა ბერიშვილის ნაყოფიერი საქმიანობა ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის, ასევე სეოკ-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში.

ელგუჯა ბერიშვილი ქართველთაგან პირველია, ვისაც პიერ დე კუბერტენის მედალი მიენიჭა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში