4 მეტრიანი თოვლის კედლები გოდერძის უღელტეხილზე. გზის სავალ ნაწილს თოვლისგან ათავისუფლებენ, გზის გასწვირ კი თოვლის საფარი იმდენად მაღალია, რომ გადაადგილებისას თავი გვირაბში გეგონებათ. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ეს მონაკვეთი დიდთოვლობის გამო 5 თვის წინ ჩაიკეტა. გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოასფალტებაც იგეგმება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე