სირცხვილია, თუ „თავისუფლება მიშას“ კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას ეძახის - შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2024, 21:09 102 ნახვა

სირცხვილია, თუ „თავისუფლება მიშას“ კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას ეძახის, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი თქმით, გასაგებია, რას ნიშნავს ზოგიერთისთვის „ევროპული ღირებულება“.

„როგორც იქნა, გავიგეთ, რას ნიშნავს ზოგიერთისთვის „ევროპული ღირებულება“ – ადამიანის წამების და ბიზნესის რეკეტის სისტემის შემქმნელის კანონიერი სასჯელისგან დახსნის კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას.

 

ფაქტია, ამას არაფერი აქვს საერთო იმ ევროპასთან, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.

 

სირცხვილია, თუ „თავისუფლება მიშას“ კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას ეძახის“, – წერს პაპუაშვილი.

თელავში, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით, „დემოკრატიის ფესტივალი“ იმართება, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში