ქართული-ოცნების ლიდერები ოპოზიციის და მესამე სექტორის თანამშრომლობაზე

03 აგვისტო 2024, 17:57 443 ნახვა

აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რა გზავნილია მისთვის ისეთი ტიპის შეხვედრები, როგორსაც „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი“ თელავში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მონაწილეობით მართავს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.შალვა პაპუაშვილის განცხადებით კი უცხოური დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციის ეჭვი არსებობს და ხედავენ, რომ რადიკალი პარტიები აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, იშვიათია ამაზე უხეში ფაქტები.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა ამ „ენჯეოს“ მხრიდან იმ გათვლით, რომ შემდეგ პოლიტიკაში ოფიციალურად წავიდოდნენ და თავისივე წინასაარჩევნო კამპანიას დააფინანსებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი