ქართველები ოლიმპიადაზე

02 აგვისტო 2024, 17:56 101 ნახვა

ძიუდოს ტურნირზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა. ქართველმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო, მაგრამ ვაზარი გაუშვა და ნახევარფინალის საგზური რინერმა მოიპოვა.

ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც გურამ თუშიშვილს დისკვალიფიკაცია მისცეს და რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, გურამ თუშიშვილის  სასჯელი ეხება მთლიანად ოლიმპიურ თამაშებს, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებას.

ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე მონაწილეობაც, სანამ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.გუნდურ შეჯიბრებაში კი, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე ჩაანაცვლებს. აქვე გეტყვით რომ პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზა ქართველმა ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ. მან პირველ ეტაპზე ორი გამოსვლის შემდეგ 16 მონაწილეს შორის მე-11 ადგილი დაიკავა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში