თურქეთში სოციალური ქსელი „ინსტაგრამი“ დაბლოკეს

02 აგვისტო 2024, 14:44 333 ნახვა

თურქეთში სოციალური ქსელი „ინსტაგრამი“ დაბლოკეს. გადაწყვეტილება თურქეთის ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამმართველომ მიიღო, თუმცა ვებ გვერდზე მიზეზი განმარტებული არ არის, ასევე არ არის დაკონკრეტებული, თუ რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება შეზღუდვა.

„ინსტაგრამის“ დაბლოკვამდე, რეჯეფ თაიფ ერდოღანის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა სოციალური ქსელის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც „ინსტაგრამზე“ „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებული სამძიმრის შემცველი ჩანაწერების გავრცელება შეიზღუდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი