საკრებულოს სხდომა გაიმართა ქედაში. საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
სხდომაზე მოისმინეს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის გასული წლის მუშაობის ანგარიშები.
საკრებულოს წევრებმა ასევე დაამტკიცეს, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის საკითხი.