ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასის ხელმძღვანელი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

26 ივლისი 2024, 14:34 361 ნახვა

ბათუმის ინლუზიური თეატრალური დასის ხელმძღვანელი ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ამბობს, რომ დაფინანსება, რომელიც დასისთვის იყო განკუთვნილი მერიამ ტენდერზე გაიტანა და მოაგებინა გამოუცდელ კომპანიას.

ნატალია გალოგრეს თქმით, მათი კონკურენტი ოყო პროფესიულ ხელოვანთა კავშირი, რომელსაც არ ჰყავს შესაბამისი სფეროს სპეციალისტები.

როგორც ამბობს, მათ მერიას, მიმართეს წინადადებით სატენდერო პირობაში ორი, შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობის წარდგენის მოთხოვნა ჩაედოთ, რაც მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა.

ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ მიზეზებს შორის, რომელსაც ბათუმის ინლუზიური თეატრალური დასის ხელმძღვანელი ასახელებს. აცხადებს, რომ ქალაქის თვითმმართველობამ მათი დასის დაფინანსება სხვა კომპანიას პირადი ინტერესებით მიაკუთვნა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი