ხარკოვში შვეიცარიული ჰუმანიტარული ორგანიზაციის ოფისი დაბომბეს

24 ივლისი 2024, 13:18 348 ნახვა

ხარკოვზე  სარაკეტო იერიშის შედეგად შვეიცარიის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ოფისი დაზიანდა, რომელიც განაღმვით სამუშაოებს ასრულებს.  მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თავდასხმა გამთენიისას მოხდა, სანამ პერსონალი სამსახურში მივიდოდა.

1997 წელს ჟენევაში დაარსების დღიდან, ჰუმანიტარულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ გამნაღმელთა ფონდი, განაღმვის  ოპერაციები განახორციელა 30-ზე მეტ ქვეყანაში.

უკრაინაში, მისი სპეციალისტები ჩერნიგოვის, ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში მუშაობენ, ნაღმებისგან ასუფთავებენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს და  აუფეთქებელი საბრძოლო მასალის საშიშროების შესახებ ცნობიერებას ამაღლებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში