უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

24 ივლისი 2024, 09:01 328 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოლაპარაკებები გამართა ჩინელ კოლეგა ვანგ ისთან. აუდიენცია სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.   

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა  მოლაპარაკებებზე რუსეთის წინააღმდეგ ომში სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზები და ასევე ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.    

ეს ვიზიტი უკრაინელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია ჩინეთში 2022 წლის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში