იაპონიაში კვირის ბოლომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

22 ივლისი 2024, 09:43 402 ნახვა

იაპონიაში რეკორდული სიცხეა.  მეტეოროლოგიური სააგენტო მოსახლეობას  ქვეყნის 47 პრეფექტურიდან 39-ში ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ  ჰაერი  ცელსიუსით  37 გრადუსამდე გათბება.

ტოკიოს დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰაჩიოჯში 38 გრადუსი დაფიქსირდა, იაპონიის დედაქალაქის ჩრდილოეთით გუნმას პრეფექტურაში კი 38,2. 

ტოკიოში  ადგილობრივი მკვიდრები და ვიზიტორები ქუჩაში გადაადგილებისას  გამაგრილებელ საშუალებებს, მათ შორის ქოლგებსა და ვენტილატორებს ატარებენ.

იაპონიაში ტემპერატურის ვარდნას მხოლოდ კვირის ბოლოსთვის ვარაუდობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში