საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ნაკრებმა ლატვია 6:1 დაამარცხა

17 ივლისი 2024, 20:34 820 ნახვა
 

საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში მიმდინარე ევროლიგის გათამაშება წარმატებით დაიწყო.

საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ლატვიის ეროვნული ნაკრები დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

პირველ პერიოდში 3 გოლი გოჩა მახარაძემ გაიტანა და საქართველომ დიდი უპირატესობა მოიპოვა. ამის შემდეგ კიდევ ორი გოლი ფარტენაძის ანგარიშზეა, ხოლო მატჩის ბოლო პერიოდში ჯერ მეტოქემ გაქვითა ერთი ბურთი, შემდეგ კი ჟორდანიამ საბოლოო ანგარიში 6-1 დააფიქსირა და საქართველოს ნაკრებმა პირველი 3 ქულა მოიპოვა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ნაკრები 19 ივლისს უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა ბათუმის ქვიშის მოედანზე 20:30 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში