ბსუ-განმეორებითი არჩევნები

16 ივლისი 2024, 18:01 819 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად აკადემიურმა საბჭომ კრიტერიუმები განსაზღვრა და არჩევნების ჩასატარებლად ვადები ჩანიშნა. ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად რეგისტრაცია შეუძლია მსურველს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მან საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მოკლევადიანი, 6 თვის სამოქმედო გეგმა.

არჩევნები 22 ივლისს ჩატარდება. კანდიდატს აკადემიური საბჭოს 11 წევრიდან სიითი შემადგენლობის  უმრავლესობის მხარდაჭერა ჭირდება. უმაღლესი სასწავლებლის რექტორის არჩევნები 19 ივლისს იყო ჩანიშნული, თუმცა რადგანაც რექტორობის მსურველი არ დარეგისტრირებულა, ამიტომ აკადემიური საბჭო დროებით მოვალეობის შემსრულებელს არჩევს.  ბსუ-ს რექტორი აქამდე ორი ვადით მერაბ ხალვაში იყო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი