თურქეთმა ორბიტაზე საკუთარი წარმოების პირველი საკომუნიკაციო თანაგზავრი გაუშვა

09 ივლისი 2024, 09:59 460 ნახვა

ილონ მასკის კომპანია სფეის-იქსმა ორბიტაზე გაუშვა რაკეტა ფალკონ-9, რომელიც თურქეთის პირველ სამამულო წარმოების საკომუნიკაციო თანამგზავრს თურქსატ 6-ა-ს შეიცავდა.

რაკეტა ამერიკის ფლორიდის შტატში კეიპ კანავერალის კოსმოსური ძალების სადგურზე კოსმოსური გაშვების კომპლექსიდან აფრინდა.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის აბდულკადირ ურალოღლუს განცხადებით, თურქსატ 6-ა ხელს შეუწყობს ქვეყნის თანამგზავრული დაფარვის არეალის გაფართოვებას  და  სატელევიზიო მაუწყებლობის საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში