ბათუმი ავარიული სახლების გარეშე-პროექტის მიმდინარეობა

08 ივლისი 2024, 17:49 616 ნახვა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში ავარიული სახლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.  მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს სელიმ ხიმშიაშვილის 94/96-ში, სადაც რვა სართულიანი საცხოვრებელი აშენდება, ასევე, დაიწყო მშენებლობა მაიაკოვსკის ქუჩაზე, სადაც აშენდება 12 სართულიანი კორპუსი. ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში 1000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი