"დინამო'' ბათუმისა და ''ლუდოგორეცის“ მატჩის რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ

08 ივლისი 2024, 16:41 276 ნახვა

10 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ''დინამო'' ბათუმი პირველ მატჩში გასვლაზე ბულგარეთის ჩემპიონს რაზგრადის ''ლუდოგორეცს“ შეხვდება.

მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს. ღია სივრცეში კი შეხვედრის ნახვა ''ბათუმი არენას'' მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ მონიტორზე იქნება შესაძლებელი.

ამ გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება 17 ივლისს უკვე ბათუმში ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი