ბარსელონაში ადგილობრივები მასობრივ ტურიზმს აპროტესტებენ

08 ივლისი 2024, 14:55 413 ნახვა

ათასობით დემონსტრანტმა ბარსელონის ცენტრში მასობრივი ტურიზმი გააპროტესტა. მომიტინგეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „ბარსელონა არ იყიდება“ და „ტურისტებო წადით სახლში“. ზოგიერთმა წყლის თოფი გამოიყენა ტურისტების გასაწუწათ, რომლებიც ქუჩებსა და რესტორნებში ისხდნენ.

ივნისში ბინის ქირა ტურისტულ ქალაქებში, როგორიცაა ბარსელონა და მადრიდი გასულ წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.

ბარსელონის მერმა ჟაუმე კოლბონიმ პირობა დადო, რომ ბინების გაქირავების ონლაინ პლატფორმებს, ტურისტებისთვის ბინების მიქირავების ლიცენზიას აღარ გაუხანგრძლივებს. ეს 10 ათასზე მეტ ადგილობრივ მცხოვრებს შეეხება. ისინი ტურისტული მიზნით ბინების მიქირავებას მხოლოდ ესპანელებისთვის შეძლებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში