წყალდიდობას ნეპალში სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა

07 ივლისი 2024, 11:35 130 ნახვა

მეწყერი და წყალდიდობა ნეპალში. დაღუპულია სულ მცირე 47 ადამიანი, დაშავდა ათობით მოქალაქე, არიან დაკარგულებიც.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მაშველები გზების გაწმენდას ცდილობენ, რისთვისაც მძიმე ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო.

მოიმატა მდინარეების დინებამ, რამაც გზების და საცხოვრებელი სახლების დატბორვა გამოიწვია. ძლიერი წვიმის შედეგად ასევე ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც  24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი