ევრო 2024-ის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

07 ივლისი 2024, 11:49 96 ნახვა

ევრო 2024-ის  ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია - ნიდერლანდების ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა, ხოლო ინგლისმა შვეიცარიას სძლია. ჩემპიონატი წუხელ ინგლისისა და შვეიცარიის შეხვედრით დაიწყო, რომელიც 1-1 დასრულდა.
თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ინგლისელებმა 5:3 გაიმარჯვეს. რაც შეეხება ნიდერლანდებისა და თურქეთის წყვილს,  ბოლო მეოთხედფინალურ მატჩში ნიდერლანდების ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 აგებდა, მაგრამ ნიდერლანდებმა მოახერხა თამაშის შემობრუნება, 2:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი