"დინამო" ბათუმმა პორტუგალიელი მეკარე დაიმატა

06 ივლისი 2024, 21:48 1516 ნახვა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო" ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპამდე  გაძლიერებას განაგრძობს.  

"დინამოს" რიგებს ამჯერად 25 წლის პორტუგალიელი მეკარე რიკარდო სილვა შეუერთდა. სილვა ბოლოს პორტუგალიური “ტონდელას” ღირსებას იცავდა.  

რიკარდო "პორტოს" აღზრდილია, თუმცა ძირითად გუნდში არასდროს უთამაშია. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე კი ის "სანტა კლარასა" და "მორეირენსეს" რიგებშიც ირიცხებოდა. 

შეგახსნებთ, რომ რიკარდო სილვას გარდა ბათუმელებმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში: რევაზ ინჯგია, დიტო ფაჩულია, ჯალენ ბლესა, ბუბაქარ ტამბედო და აჰჰმედ სოილიჰი დაიმატეს. 

„დინამო“ ბათუმი  ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე  პირველ მატჩს 10 ივლისს სტუმრად ბულგარეთის ჩემპიონთან "ლუდოგორეცთან"  გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში