ეროვნული ნაკრების განცხადება

05 ივლისი 2024, 10:05 449 ნახვა

“საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს“ – წერია საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, რომელშიც ეროვნული ნაკრების კაპიტნის კომენტარსაც ვკითხულობთ.

გურამ კაშია მადლობას უხდის ფონდ ''ქართუს'' და მის დამფუძნებელს, მისი თქმით, ფეხბურთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და სპორტის ამ სახეობის მეტად განვითარებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში