მსოფლიოს ჩემპიონი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა

03 ივლისი 2024, 21:31 1259 ნახვა

27 წლის ქართველი მოჭიდავე, ნუგზარ წურწუმია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავის გარდაცვალება დაადასტურა. 

ქალაქ ხობში ნუგზარ წურწუმიას ცხედარი ახლობლებმა ნახეს.

ნუგზარ წურწუმია 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, გარდა ამისა, პლანეტის პირველობაზე ერთხელ ვერცხლის, ორჯერ კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე წურწუმია ერთი ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელი იყო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში