საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

02 ივლისი 2024, 14:10 413 ნახვა

ბერძენი მეხანძრეები მეორე დღეა კუნძულ კოსზე ტყის  ხანძარს ებრძვიან.  ასობით ტურისტი და ადგილობრივი მცხოვრებია ევაკუირებული. ღამით ცეცხლი ზღვისპირა სოფელ კარდამაინას მიუახლოვდა, მოსახლეობამ  თავი შეაფარა სპორტულ ცენტრს და სხვა უსაფრთხო ადგილებს.   

100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ვერტმფრენის დახმარებით ებრძოდა ცეცხლს, რათა არ მომხდარიყო  მისი ხელახლა გაღვივება- განაცხადა სახანძრო ბრიგადამ.

გასულ შაბათ-კვირას საბერძნეთში ათობით ტყის ხანძარი გაჩნდა, მათ შორის ორი დედაქალაქ ათენის მახლობლად. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში