სომხურ დიასპორასთან არსებულმა ბათუმის მანთაშიანცის ცენტრის მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს, რომელიც შარლ აზნავურის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე ცნობილი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და მსახიობის შემოქმედება გაიხსენეს. რეპერტუარზე საკვირაო ცენტრის 35 მოსწავლე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა.
საიუბილეო პროგრამაში იყო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. კონცერტი აჭარის მოსწავლე-ახალგაზდობის სასახლეში გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.