დღეს , 30 ივნისს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრა კიოლნში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
ესპანეთი და საქართველო აქამდე ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ. 6-ჯერ “ფურია როხამ” გაიმარჯვა , ხოლო ერთი დაპირისპირებაში ''ჯვაროსნებმა'' გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრები გახდა პირველი გუნდი ევრო 2016 წლის შემდეგ, რომელმაც სადებიუტო დიდ სანაკრებო ტურნირზე ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. 8 წლის წინ ეს ისლანდიამ შეძლო.
საქართველოსა და ესპანეთის მატჩს ფრანგი არბიტრი ფრანსუა ლეტესიე განსჯის.