რომან დოლიძემ UFC-ში მეშვიდე ბრძოლა მოიგო

30 ივნისი 2024, 10:10 1166 ნახვა

ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ UFC 303-ზე იჩხუბა და გამოცდილი მეტოქე ენტონი სმიტი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. 

დოლიძემ სამ რაუნდში მეტოქეს 81 დარტყმა შეასრულა, როცა სმიტმა მხოლოდ 44 დარტყმის შესრულება შეძლო.

რომანმა UFC-ში მეათე ჩხუბი ჩაატარა და კარიერაში მეშვიდე გამარჯვება იზეიმა. 
ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომანმა კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ ორივე წონით კატეგორიაში აპირებს ჩხუბის გაგრძელებას და სურს, რომ ხამზატ ჩიმაევს ეჩხუბოს.

''უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა ყველას. თქვენ მე მიყვიროდით, მაგრამ მე ახლა ორი წონითი კატეგორიის TOP 10-ში ვარ. ჩემი ბრალია, თუ კარგად არ გახსოვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში დამიმახსოვრებთ.
ეს ახალი წონითი კატეგორიაა ჩემთვის. მე აქ ვარ და ორივე წონით კატეგორიაში მსურს ბრძოლა, თვალი მადევნეთ. 

ორივე წონით კატეგორიაში გავაგრძელებ ჩხუბს და ჩემპიონი გავხდები. არ ვიცი, UFC რას მიმზადებს, მაგრამ ორივე წონითი კატეგორიისთვის მზად ვარ. ერთი სურვილი მაქვს, რადგანაც ეს ბიჭი ძალიან მაგარია. ხამზატ, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ და მინდა საშუალო წონით კატეგორიაში ვიჩხუბოთ'', - განაცხადა დოლიძემ.

დოლიძე პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც ერთდროულად ორი დივიზიონის რეიტინგშია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი