„უფრო ახლოს ბუნებასთან“. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ უკვე მესამედ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება დაიწყო. საწყის ეტაპზე 80-მდე მოსწავლეა მასში ჩართული. 8 სკოლის 160-მდე მოსწავლე თეორიულ და პრაქტიკულ კურსს 4 დღის განმავლობაში გაივლის. პროექტის მიზანი ბიომრავალფეროვნების, ბუნებისა და გარემოს დაცვის პროპაგანდაა.