ნაკრების წარმატების სჯერა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. როგორც თორნიკე რიჟვაძე ამბობს, წლების განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკამ, რომელიც მხარს უჭერდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, შედეგი გამოიღო და ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ წარმოაჩინა ქვეყანაც და საკუთარი შესაძლებლობებიც. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ მხარდაჭერაზეც.