უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო ჩემპიონატს ავსტრალიასთან მატჩით დაიწყებენ

28 ივნისი 2024, 17:54 336 ნახვა

ხვალიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა  ჩემპიონატი გაიმართება,   რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ნაკრებიც.     უმცროსი „ბორჯღალოსნები“  ტურნირის   პირველ მატჩს  ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ  ხვალ  ჩაატარებენ,   შეხვედრა ქეიფთაუნში, „ეთლონ სპორტ სთედიუმზე“  თბილისის  დროით  18:30 საათზე დაიწყება.

20-წლამდელთა დონეზე ეს საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებების პირველი დაპირისპირებაა. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიერ გამოქვეყნებულ 23-კაციან განაცხადში ცხრა ლეგიონერია, მათგან შვიდი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. თამაზ ჭამიაშვილი, დავით მჭედლიძე, ნიკა ლომიძე, თორნიკე ღანიაშვილი, ლუკა კობაური, ლუკა ხორბალაძე და ლუკა ცირეკიძე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშანაც თამაშობდნენ, დანარჩენებს კი ტურნირზე დებიუტი ექნებათ. 4 ივლისს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ირლანდიას, 9 ივლისს კი იტალიას ეთამაშებიან.

 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი