ქობულეთის სოფელ ნაცხავატევში ავტოავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

28 ივნისი 2024, 12:07 8286 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ნაცხავატევში ავტოავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებოდნენ.  მაშველებმა ხევიდან  ავტომობილის ამოყვანა შეძლეს, თუმცა მძღოლი უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში