საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა

27 ივნისი 2024, 00:53 404 ნახვა

ისტორია დაიწერა, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან მატჩი 2-0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენს გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.

პორტუგალიის კარში, მიქაუტაძის პასით პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის დაწყებიდან მეორე წუთზევე გაიტანა.

მეორე ტაიმში იერიშისას ლოჩოშვილი პორტუგალიელებმა საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

პენალტი გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა და საქართველო 2:0 დაწინაურდა. 3 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გიორგი მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იგი მე-9 მოთამაშეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გაიტანა.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები 30 ივნისს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი