საქართველოსთან იოლი თამაში ნამდვილად არ გველოდება - რობერტო მარტინესი

23 ივნისი 2024, 15:21 471 ნახვა

თურქეთთან 0:3 გამარჯვების შემდეგ, პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა და მცველმა, პეპემ კომენტარები საქართველოსთან მატჩისთვის კომენტარი გააკეთეს.

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა აღნიშნა, რომ ბოლო ტურში სხვა მოთამაშეებსაც მისცემს შანსს.

"ვფიქრობ, ისევე ვითამაშეთ, როგორც ჩეხეთთან, მაგრამ ამჯერად გოლის გატანა პირველებმა ჩვენ მოვახერხეთ. ახლა დროა გასახდელში მყოფ სხვა მოთამაშეებსაც მივცეთ შანსი, მათ ეს დაიმსახურეს. ტურნირის განმავლობაში მათ კონკურენტუნარიანობას კარგად ვხედავთ. როგორც გუნდი, თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით.
საქართველოს ნაკრებთან იოლი თამაში ნამდვილად არ გველოდება. ჩვენი ყველა მოთამაშე მზადაა",- განაცხადა მარტინესმა.

ვეტერანმა მცველმა პეპემ კი აღნიშნა, რომ გუნდი საქართველოსთანაც მოსაგებად ითამაშებს.

"მომდევნო შეხვედრის მოსაგებად მწვრთნელი საუკეთესო მოთამაშეებს შეარჩევს. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. ყოველი თამაშის შემდეგ ჩვენს თავზე უფრო მეტს ვმუშაობთ და საქართველოსთან მატჩი ამით არ იქნება განსხვავებული“, - აღნიშნა პეპემ. 

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გაინაღდა.
 საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი