ლობჟანიძე თავს ძალიან ცუდად გრძნობს, მაგრამ მომდევნო დღეებში ყველანაირად ვეცდებით, რომ ის გავამხნევოთ - ვილი სანიოლი

22 ივნისი 2024, 21:24 320 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის მეორე ტურში ჩეხეთთან (1:1) მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, არსებობს იმედგაცრუება ბოლო მომენტის გამო, მაგრამ იგივე განცდები ჩეხებსაც დაეუფლებოდათ, რადგან მათ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს.

“რა ვუთხარი ლობჟანიძეს? ასეთ დროს ბევრი რამ შეიძლება უთხრა ფეხბურთელს, რომელსაც ასევე სჭირდება ეს ყველაფერი. საქართველოში 3 წელზე მეტია ვარ და ეს ადამიანური გამოცდილებაა. წარმოვიდგინე რას გრძნობდა და ამიტომ მივედი მასთან. თუ კარისკენ არ ურტყამ, გოლსაც ვერ გაიტან, მსგავსი რამ ხდება. მატჩის შემდეგ შერეული განცდები გაგვიჩნდა, თავიდან იყო მედგაცრუება ბოლო მომენტის გამო, მაგრამ შემდეგ გავიაზრეთ, რომ პირველი ქულა მოვიპოვეთ, რომლის უკან ძალიან დიდი მუშაობაა და ჩვენთვის ეს ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ 1 ქულა.

ლობჟანიძე ამ წუთას თავს ძალიან ცუდად გრძნობს, მაგრამ მომდევნო დღეებში ყველანაირად ვეცდებით, რომ ის გავამხენოვოთ", - აღნიშნა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და ბოლო ტურში 26 მაისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში