ზურაბობა 2024

22 ივნისი 2024, 14:42 414 ნახვა

დღეს ზურაბობაა. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში პოეტის საფლავთან შეიკრიბნენ ზურაბ გორგილაძის ოჯახის წევრები, მწერლები პოეტები,ხელოვანები და ახლობლები.

შეკრებილებმა პოეტის საფლავი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი უკვდავი პოეტური სტრიქონები, რომლებიც წლებია ქართული პოეზიის მარგალიტებად იქცნენ.

საკათედრო ტაზრიდან საიუბილეო ღონისძიებების მონაწილეებმა ზურაბ გორგილაძის მშობლიურ სოფელში - გორგაძეებში გადაინაცვლეს, სადაც მამისეულ სახლში პოეტის სახლ-მუზეუმში  დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი