ლევან იზორია პეტრო პოროშენკოს შეხვდა

31 მარტი 2017, 00:00 1768 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვდა. პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოხატა და საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე ლევან იზორია  პეტრო პოროშენკოსთან ერთად უკრაინის თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრო. მოგვიანებით კი, ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა, სადაც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში ვიზიტი პროდუქტიულად შეაფასა და აღნიშნა.

ამავე კატეგორიაში