მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

20 ივნისი 2024, 14:45 328 ნახვა

დღეს ლტოლვილთა დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოში 120 მილიონი ლტოლვილია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. მათგან 47 მილიონი ბავშვია, 2 მილიონი კი – ლტოლვილობაში დაბადებული.

68 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია. 32 მილიონი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მანდატის დაცვის ქვეშ მყოფი  7 მილიონი – თავშესაფრის მაძიებელი, 6 მილიონი – საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირი, ხოლო 6 მილიონი პალესტინელი ლტოლვილია, რომლებიც ასევე გაერო-ს სააგენტოს დაცვის მანდატის ქვეშ იმყოფებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში