ბათუმის სტადიონზე სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებისთვის გამოსაშვები შოუ კონცერტი გაიმართა. ზეიმი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, ქალაქში, უკვე მეორე წელია ტარდება. სხვადასხვა თეატრალური დასი, არაერთი გასართობი შოუ პროგრამებით წარსდგა.
ღონისძიების დასასრულს კი ბავშვებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ჰაერში ათასობით ფერადი ბუშტი გაუშვეს. წელს ბათუმში სკოლამდელი დაწესებულება 3 000-მდე ბავშვმა დაასრულა.