ევროპის მოქმედი ჩემპიონი ევრო 2024-ს გამარჯვებით იწყებს. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, იტალიის ნაკრებმა პირველ ტურში ალბანეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი ალბანეთმა გაიტანა. ეს იტალიასთან მატჩის 23-ე წამზე მოხდა. გოლის ავტორი ნედიმ ბაირამია.
იტალიის ნაკრებმა თამაში ხუთწუთიან მონაკვეთში შემოატრიალა. მე-11 წუთზე ანგარიში ბასტონიმ გაათანაბრა.
მოგვიანებით იტალია ბარელამ შორეული, დარტყმით დააწინაურა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქსირა.
პირველი ტურის შემდეგ B ჯგუფში თითო-თითო მოგებით იტალია და ესპანეთი ლიდერობენ.