ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ იმსჯელეს

16 ივნისი 2024, 10:42 319 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.

„ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის – ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით. განიხილეს მსხვილი საინვესტიციო პროექტებით ინვესტორების დაინტერესება.

საბჭოს წევრებმა, ასევე, იმსჯელეს მთავრობის ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი