პარიზში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

11 ივნისი 2024, 10:10 419 ნახვა

პარიზის ქუჩებში ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ეროვნულმა გაერთიანებამ  დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ასობით მომიტინგე გამოვიდა.

თვითმხილველთა მიერ გადაღებულ  ვიდეოკადრებზე ასახულია  მომიტინგეების მსვლელობა, პეტარდების სროლა და პოლიციელთა მხრიდან  დემონსტრანტების ქუჩებში დევნა.

მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ეროვნულმა გაერთიანებამ  ევროპარლამენტის ხმების 31,4% მოიპოვა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის აღორძინების  პარტიულმა კოალიციამა 14,6%. მაკრონმა  პარლამენტის ქვედა პალატის ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა, რომლის პირველი ტური 30 ივნისს არის დაგეგმილი, ხოლო მეორე ტური 7 ივლისს.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, ლე პენის ეროვნული გაერთიანება ვადამდელი არჩევნების მოგებას აპირებს, თუმცა ვერ შეძლებს აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში