ხარკოვში რუსული რაკეტები სამ ლოკაციაზე აფეთქდა

11 ივნისი 2024, 09:04 368 ნახვა

უკრაინელმა მაშველებმა ხარკოვში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოყოლილი  კაცი  ცოცხალი ამოიყვანეს მას შემდეგ, რაც გუშინ რუსმა აგრესორებმა ქალაქის სამი რაიონი  დაბომბეს. 

გუბერნატორმა   ტელეგრამ-არზე დაწერა, რომ მაშველებს ერთ საათზე მეტი დასჭირდათ მშვიდობიანი მოქალაქის გამოსაყვანად. მისი თქმით, დარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი და მიმდებარე რეგიონი დიდი ხანია რუსეთის თავდასხმების სამიზნეა, თუმცა საჰაერო თავდასხმები ბოლო თვეების განმავლობაში უფრო ინტენსიური გახდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში