ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია  

10 ივნისი 2024, 15:01 2767 ნახვა

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია  ქუვეითის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით გრძელდება. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას უტარდება.

ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაგებულია 21 კმ-ზე, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე მიმდინარეობს მიწის გრუნტის ამოღების და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.

განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი