საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო 3-1 დაამარცხა

10 ივნისი 2024, 00:34 578 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდში მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 3-1 დაამარცხა.

პოდგორიცაში გამართულ ამხანაგურ მატჩში ანგარიში მე-10 წუთზე კიტეიშვილმა გახსნა.

33-ე წუთზე კი კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ მიქაუტაძემ გაიტანა და პირველი ტაიმი საქართველომ 2-0 მოიგო.

66-ე წუთზე იოვეტიჩმა სხვაობა შეამცირა. მატჩის მიწურულს კი 84-ე წუთზე საბოლოო ანგარიში 3-1 ბუდუ ზივზივაძემ დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები ხვალ უკვე გერმანიაში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მასპინძელ ქვეყანაში გააგრძელებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში