ხელვაჩაურის სპორტსკოლაში დასრულდა კრავ მაგაში საერთაშორისო სემინარი და აჭარის ღია ჩემპიონატი კარატეში, რომელსაც კრავ მაგას მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი გაბი მიხაელი ხელმძღვანელობდა. კრავ მაგა საბრძოლო ხელოვნების სახეობაა, რომლითაც ისრაელის თავდაცვის ძალები სარგებლობენ და მსოფლიოში მილიონობით მიმდევარი ჰყავს.
სემინარი ორ ნაწილად, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ჩატარდა და მასში 150-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. რაც შეეხება ჩემპიონატს, ის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. გაბი მიხაელის თქმით, ბათუმი მომავალ წელს კრავ მაგაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს კარატეს გაერთიანებულ ფედერაციასა და ამერიკულ აკადემიას შორის ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გადამზადებას კრავ მაგასა და კარატეში.