საქართველოსა და აჭარის სპორტის დამსახურებული მოღვაწის, თენგიზ მორჩილაძის სახელობის ტრადიციული ღია პირველობა ფარიკაობაში დასრულდა. შეჯიბრებაში 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში.
ტურინირი ხმლით, რაპირითა და დაშნით ფარიკაობაში ჩატარდა.
ერთ თვეში ბათუმის სპორტის სასახლე კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.