აჭარის ტელევიზიის ოპერატორი, ზვიად სისაური ფარიკაობაში მედია ტურნირის გამარჯვებულია

08 ივნისი 2024, 14:59 849 ნახვა

აჭარის ტელევიზიის ოპერატორი, ზვიად სისაური ფარიკაობაში მედია ტურნირის გამარჯვებული გახდა.

დაშნით ფარიკაობაში მედია ტურნირი პირველად ჩატარდა. შეჯიბრის ორგანიზატორი ფარიკაობის ფედერაციაა.

პირველობისთვის სატელევიზიო, ონლაინ, სპორტული და რადიოს 10 ჟურნალისტი ასპარეზობდა.

საპრიზო ადგილებს დაეუფლნენ:

პირველი ადგილი - ზვიად სისაური (ტელეკომპანია აჭარის ოპერატორი)

მეორე ადგილი - ნიკოლოზ ბერაძე ( პირველი არხის ჟურნალისტი)

მესამე ადგილი - ლევან მელიქიძე (რუსთავი2 ის ოპერატორი)

მესამე ადგილი - ზურა სოლომნიშვილი (სფერო ტვ-ის ჟურნალისტი)

ფარიკაობის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. მისი მიზანია, სპორტის ეს სახეობა უფრო მეტად სახალხო და მასშტაბური გახდეს. მათივე ცნობით, მსგავსი ტურნირები ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ისეთი ელიტური სპორტის სახეობის შესახებ, როგორიც ფარიკაობაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი