ხელვაჩაურის სპორტსკოლაში დაიწყო და ორ დღეს გაგრძელდება კარატესა და კრავ მაგაში საერთაშორისო სემინარი, რომელსაც კრავმაგას მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი გაბი მიხაელი ხელმძღვანელობს. სემინარი ორ ნაწილად, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ტარდება და მასში 150-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ორდღიანი სემინარის შემდეგ, კვირას, აჭარის ღია პირველობა გაიმართება კარატეში, რომელიც ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება.შეგახსენებთ, რომ კრავ მაგა საბრძოლო ხელოვნების სახეობაა, რომლითაც ისრაელის თავდაცვის ძალები სარგებლობენ და მსოფლიოში მილიონობით მიმდევარი ჰყავს.